Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

“ზესტაფონი” პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პასუხს ელის

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, 6 აპრილს გუნდს არ უვარჯიშია. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” აცნობა “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ, რომელიც ამავდროულად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია...

 

მან კლუბის ირგვლივ ამჟამად არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა: “უკვე არსებობს საქართველოს აუდიტის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ზეპირი თანხმობა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კლუბი დააფინანსოს. თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა აუდიტის სამსახურისგან და ფინანსთა სამინისტროსგან წერილობით თანხმობა მოითხოვა. თავის მხრივ მათ ურჩიეს, რომ წერილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნონ. გარდა ამისა, მათი განმარტებით, ეს საკითხი უშუალოდ ადგილობრივი საკრებულოს გადასაწყვეტია, როგორც “სამტრედიის” შემთხვევაში მოხდა.

 

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს წერილი უკვე გადაეგზავნა და საქმეში აქტიურადაა ჩართული პარლამენტის წევრი ზესტაფონიდან შალვა კიკნაველიძე. ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძეს ფეხბურთისთვის არ სცალია და კლუბის ამბავი არც მოუკითხავს.

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან პასუხს სამშაბათს ველით და თუ რაიმე იურიდიული წინააღმდეგობა არ იქნება, მაშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც დაინიშნება.

 

არსებობს საკრებულოს წევრთა ერთი ჯგუფი, რომელიც საკრებულოს წინაშე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ კლუბის დაფინანსების საკითხის დაყენებას კენჭსყრაზე აპირებს. რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად დეპუტატთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტის ინიციატივაა საჭირო. ამ შემთხვევაში ამ ადამიანთა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არა აქვს. ეს ჯგუფი ინტერპარტიულია.

 

მე, როგორც საკრებულოს წევრმა, ზესტაფონის მოსახლეობის კონკრეტული ფენის წინაშე, რომელსაც გულშემატკივრები წარმოადგენენ, არჩევნებამდე პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ზესტაფონში ფეხბურთის განვითარებისთვის ვიზრუნებ”.

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015