Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური

 

 

 

 

 

 

14 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ჩიტორელიძე, ბარბაქაძე (მშვენიერაძე, 68), გოგავა, მოსიძე (გეწაძე, 46), ვაჭარაძე, საცერაძე (ბუბულაშვილი, 19), კანდელაკი, გოცაძე, ჩუბინიძე (შარიქაძე, 68), ეგუტიძე (სადუნიშვილი, 56).

 

თამაში მასპინძელთა იერიშების თანხლებით დაიწყო და უკვე 8-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ზესტაფონელები გიორგი ჩუბინიძემ დააწინაურა. ამის შემდეგ კი სათამაშო უპირატესობა ხელთ ბოლნისელებმა იგდეს და შესვენებისთვის მათი ეს უპირატესობა ზესტაფონელეთა კარში გატანილ ორ გოლში იქნა ასახული - თავი 18-ე და 28-ე წუთებზე ირაკლი ბურნაძემ გამოიჩინა და წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

 

მეორე ტაიმის საწყისი წუთები ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილ გოლებში ამ უპირატესობის ასახვა მეტოქეზე გაცილებით ახალგაზდული შემადგენლობით მოასპარეზე იმერლებმა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება სტუმრებს, მათ თამაში თანდათანობით გაათანაბრეს და მასპინძელთა კარში კიდევ ორი გოლის გატანაც მოახერხეს - 64-ე და 76-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი კიდევ ერთმა ბოლნისელმა გოჩა კვარაცხელიამ შეასრულა. სტუმართა გამარჯვება ანგარიშით 4-1.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015