ბოლნისის "სიონთან" მატჩისწინა დღეს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის"გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენლებმა, გუნდისა და ქომაგის ერთიანობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, მარგველთა პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი მიქაძესა და გუნდის კაპიტანს, გიორგი ილურიძეს გადასცეს მაისური, რომელსაც წარწერა "ზესტაფანი" და სიმბოლური "12" ნომერი ამშვენებს.
საერთო გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მიერ გუნდისთვის გადაცემული მაისური ბინას "ზესტაფონის" პირველი კრებულის გასახდელში დაიდებს...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი დღეს გამართული სასიამოვნო ცერემონიის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...