ეროვნული პირველობის მეცხრამეტე ტურისბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზეივარჯიშა.
ზემოიმერელთა დამრიგებლის გიორგი მიქაძის განკარგულებაში კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი გახლავთ. ერთადერთი გამონაკლისია ზვიად სიხარულია, რომელიც ქვემოქართლელებთან ხვალინდელ მატჩს თბილისის დინამოელთა წინააღმდეგ გამართული განვლილი ტურის შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის (ის მარგველთა ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონში მესამე გახლავთ) გამო გამოტოვებს.
როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონსა" და ბოლნისის "სიონს" შორის ხვალ გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იმსაჯებს, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ საიტზე კომპანია "აირმაქსის" დახმარებით შემოგთავაზებთ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური მარგველთა დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...