Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველები ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში

 

 

 

 

 

 

 

ხვალ, 21 თებერვალს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის მიმდინარე პირველობის საგაზაფხულო სტადიის სასტარტო მატჩის გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

 

როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის პაუზისას საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ბევრ საკადრო ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად, იმერული გუნდის ახალ სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც გიორგი მიქაძე უდგას სათავეში, საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუხდა - მოკლე ვადებში როგორც სასელექციო სამუშაოს, ასევე თავად ახალი გუნდის შენების პროცესის წარმართვა...

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მიმდინარე სეზონის კარსმომდგარ მეორე ნახევარში ჩვენი კლუბის ღირსებას, 12 ისეთ ფეხბურთელთან ერთად, რომელსაც იმერელთა პირველსა და მეორე გუნდებში აქამდეც უასპარეზია, 14 ახალწვეულიც დაიცავს. აქვე გთავაზობთ "ზესტაფონის" ფეხბურთელთა სრულ სიას:

 

მეკარეები: დავით კუპატაძე, გია მახათაძე;

 

მცველები: ოთარ ხიზანეიშვილი, მალხაზ გაგოშიძე, მირიან რობაქიძე, დავით მოსიძე, დავით ლომაია, ლაშა მჭედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, გიორგი ჩიხრაძე, ფირუზ მარაქველიძე;

 

ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი, მიხეილ ვაჭარაძე, პავლე ხორგუაშვილი, ვაჟა ნემსაძე, არჩილ მესხი, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ვასაძე, ზვიად სიხარულია;

 

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე, დემურ კანდელაკი, ჯონ ჯერემია, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი ბერიძე.

 

ეროვნული პირველობის მეორე წრეში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” ფეხბურთელები შემდეგი ნომრებით იასპარეზებენ:

 

 

სახელი გვარი
სახელი გვარი
1
დავით კუპატაძე
21
მიხეილ ვაჭარაძე
2
დავით მთივლიშვილი
22
ვაჟა ნემსაძე
3
დავით მოსიძე
25
ფირუზ მარაქველიძე
5
მირიან რობაქიძე
28
გია მახათაძე
6
გიორგი ვასაძე
32
პავლე ხორგუაშვილი
7
დავით რაჟამაშვილი
33
ოთარ ხიზანეიშვილი
8
ივანე ხაბელაშვილი
37
გიორგი ჩიხრაძე
9
დემურ კანდელაკი
42
ჯონ ჯერემია
10
გიორგი ილურიძე
70
გიორგი ბერიძე
11
არჩილ მესხი
77
ლაშა მჭედლიშვილი
14
ნოდარ გაჩეჩილაძე
80
ზვიად სიხარულია
17
ირაკლი სიხარულიძე
88
მალხაზ გაგოშიძე
18
დავით ლომაია
99
გურამ სამუშია
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015