Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.05.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ხელოვნურსაფარიანი მოედნის ამბები

 

 

 

 

 

 

 

სანამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და მისი ქომაგი სპორტული დავების განმხილველ ტრიბუნალში ხვალისთვის დანიშნული იმერელთა აპელაციის განხილვის შედეგებს ელოდებიან, ჩვენი კლუბის დუბლშემადგენლობა, ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები სავარჯიშო პროცესს არ წყვეტენ.

 

ჩვენი ქალაქის ეგრეთ წოდებულ "ფეროს" ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომელიც მთლიანად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" განკარგულებაშია, ადგილობრივ ბავშვთა უკლებლივ ყველა გუნდი (კერძოც და კლუბის ეგიდით არსებულიც) ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს.

 

გთავაზობთ მცირე სიუჟეტს, რომელშიც ბავშვთა გუნდების ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული. ამავე სიუჟეტში ჩვენი საიტის მომხმარებელს შეუძლია საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდების მწვრთნელთაგან (მალხაზ ღონღაძე, მამუკა ფუტკარაძე, გურამ მაზმიშვილი და თამაზ გაბრიჭიძე) შეიტყოს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015