მიმდინარე წლის 11 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” დაუპირისპირდნენ.
თავის მხრივ, რუსთაველებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ბედიაშვილი, გელაშვილი (გოცაძე, 46), ნარიმანიძე, მიქაუტაძე (გულუა, 76), ნოზაძე (ბერაძე, 79), კ. ხიზანეიშვილი (მიქელაძე, 66), გ. კილასონია (ადეიშვილი, 73), სარიშვილი (პაქსაშვილი, 79), გუჯაბიძე (სტეფნიაშვილი, 46), ჯოხაძე (მაისურაძე, 76), გაბაშვილი (ოქროპირიძე, 46).
შეხვედრის პირველი ნახევარი იმერლებმა, ტაიმის მიწურულს გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური სხვაობით მოიგეს - 38-ე წუთზე სტუმართა რამდენიმეფაზიანი შეტევა ახლოდან ზუსტი დარტყმით ექს-რუსთაველმა ივანე ხაბელაშვილმა დააგვირგვინა...
მეორე ტაიმი უფრო აქტიურად რუსთაველებმა კი დაიწყეს, თუმცა სტუმრები მალევე დამშვიდდნენ და თამაშის სადავეები საბოლოოდ იგდეს ხელთ. 81-ე წუთზე ჯონი ჯერემიას ზუსტი თავურის შემდეგ მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. "ზესტაფონის" გამარჯვება ანგარიშით 2-0.
ეროვნული პირველობის განახლებამდე დასკვნითი საკონტროლო შეხვედრის გამართვას ზესტაფონელები 14 თებერვალს გეგმავენ...