საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესი კვლავაც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კომპლექსის მოედანზე მიმდინარეობს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრასსაფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 21 თებერვალს გამართავს. ამ დღეს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები ლანჩხუთს ესტუმრებიან და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაუპირისპირდებიან...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც თბილისის ბაზაზე გამართული ზესტაფონელთა მორიგი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.