02.03.2015
დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური
2 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საჩხერის ”ჩიხურას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ბარბაქაძე, მოსიძე, ჩიტორელიძე, გოგავა (იონანიძე, 81), ვაჭარაძე, გაჩეჩილაძე, ბუბულაშვილი (სადუნიშვილი, 54), ჩუბინიძე, გოცაძე (ჭუმბაძე, 88), ეგუტიძე (საცერაძე, 61).
პირველი ტაიმი სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ეს უპირატესობა ზესტაფონელეთა კარში გატანილ ორ გოლში იქნა ასახული - უკვე 8-ე წუთზე ზუსტი დარტყმით საჩხერელები გუგუა იაკობაშვილმა დააწინაურა, ხოლო 40-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტი გოლად თორნიკე მუმლაძემ აქცია.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილი უკვე ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და 66-ე წუთზე ნოდარ გაჩეჩილაძემ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ ისევ სტუმრები გააქტიურდნენ და 70-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ კიდევ ერთხელ შეარხია მასპინძელთა კარის ბადე. "ზესტაფონის" მეორე გუნდის ფეხბურთელთა მიერ შეხვედრის დასკვნით ნაწილში განხორციელებულმა შტურმმა კი შედეგი აღარ გამოიღო. სტუმართა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|