Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორები ფოთში უფულობის გამო ვერ წავიდნენ

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტურის შეხვედრები იმართება. ფოთში, ადგილობრივი ”კოლხეთის” მეორე გუნდს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი მდგომარეობის გამო, მატჩი ჩაიშალა.

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონში", მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან იქნა მიღწეული შეთანხმება გუნდის დაფინანსების პროცესში თანადგომის თაობაზე, თავად ეს პროცესი დღემდე არ დაწყებულა ბიუროკრატიული (თუ კიდევ სხვა მრავალი...) ხასიათის მიზეზთა გამო.

 

თუკი აქამდე უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობა ასე თუ ისე ახერხებდა (მათ შორის, გუნდის ბედით შეწუხებული ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით) ელემენტარული საორგანიზაციო საკითხების მოგვარების, დღეს ეს სამწუხაროდ შეუძლებელი გახდა და ფოთელებთან მატჩზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდი, მარტივად რომ ვთქვათ, უფულობის გამო ვერ გაემგაზავრა.

 

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი მარგველთა პირველი გუნდის გარშემო - როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა გუნდი აღარ ვარჯიშობს და ამ ეტაპზე ლანჩხუთში 11 აპრილს გასამართ ფოთელებთან მატჩზე იმერელთა გამგზავრება აბსოლუტურად წარმოუდგენლად გვესახება. მოვლენათა ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში კი ეროვნული პირველობის გათამაშებიდან ჩვენი გუნდის მოხსნა გარდაუვალი გახლავთ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015