07.03.2015
დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური
6 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის შეხვედრები. ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”დინამოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ჯალაღონია (მახათაძე, 65), ჩიტორელიძე, ვაჭარაძე, გოგავა, მოსიძე, გაჩეჩილაძე, მესხი (ბუბულაშვილი, 69), კანდელაკი (სადუნიშვილი, 69), ხაბელაშვილი (გოცაძე, 46), ჩუბინიძე, სამუშია (ეგუტიძე, 46).
მატჩი მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გიორგი ზარიამ (20-ე წუთი), ოთარ კობახიძემ (37-ე წუთი),დავით ვოლკოვმა (69-ე წუთი) და გუგა ფირცხალავამ (79-ე წუთი) გამოიჩინეს.
|
თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ფოტო |
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |