13.03.2015
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ზემოიმერულ-ქვემოქართლური დაპირისპირების დასრულების შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის კონფერენც-დარბაზში გაიმართა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, რომელზეც ”ზესტაფონს” გიორგი მიქაძე, ხოლო ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” ლადო ბურდული წარმოადგენდნენ.
გთავაზობთ ინტერნეტ-გამოცემა "მსოფლიო სპორტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესკონფერენციის მსვლელობის ამსახველ მასალას:
ლადო ბურდული (,,სიონი“): ,,ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩემს გუნდზე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი - არ შეიძლება, რომ მოტივაცია მხოლოდ თბილისის ,,დინამოს“ წინააღმდეგ გქონდეს და სხვა გუნდებთან შედეგის მიღწევა ბრძოლის გარეშე მოინდომო. ბიჭებთან სერიოზული საუბარი მექნება და ზოგიერთებს ფინანსურ სანქციასაც დავაკისრებთ“.
გიორგი მიქაძე (,,ზესტაფონი“): ,,ბოლო ორი თამაში საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამ გამარჯვებით ბიჭები თავიანთ ძალას ირწმუნებენ და იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით ვიასპარეზებთ.“
|