Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

რუბრიკა "რეტროსპექტივის" მორიგი გვერდი

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი ახალ რეტროსპექტიულ რუბრიკაში ზემოიმერელთა მიერ უეფას საკლუბო ტურნირების ეგიდით გამართულ მატჩებზე მოგითხრობთ. ამჯერად თქვენი ყურადღება უეფას თასის 2008-2009 წლების გათამაშებაში უნგრული "დიორი ეტოს" წაინააღმდეგ ზესტაფონში გამართულ მატჩზე უნდა შევაჩეროთ.

 

როგორც მოგეხსენებათ, უნგრელებთან სტუმრად გამართულ პირველ შეხვედრაში მოპოვებული ფრის (1-1) შემდეგ, განმეორებით შეხვედრას ზესტაფონელები ოპტიმიზმითა და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედებით ხვდებოდნენ. მთავარი კი ისაა, რომ 2008 წლის 31 ივლისს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართული დაპირისპირება ჩვენი კლუბის მიერ საშინაო არენაზე ჩატარებული პირველი მატჩი გახლდათ.


მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - მეორე ტაიმის დებიუტში ბექა გოცირიძის მიერ გატანილი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა დაწინაურება მოახერხეს, თუმცა შემდეგ უკვე სტუმრებმა იძალეს და მასპინძელთა კარში ორი გოლი (დიორდ იოჟი და დავიდ პაკოლიჩი) გაიტანეს. მატჩიც სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

 

რაც შეეხება ზესტაფონში ევროპული ფეხბურთის "მოსვლასთან" დაკავშირებულ განცდას, ყველა ადამიანმა, ვინც პირადად იხილა სტადიონის სავსე ტრიბუნები და გუნდის მომავალთან დაკავშირებული ქომაგთა ოპტიმიზმი, დარწმუნდა, რომ საფეხბურთო დღესასწაული ნამდვილად შედგა ...

 

 

31.08.2008. ”ზესტაფონი” - ”დიორი ეტო” (უნგრეთი) 1-2

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015