საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ უმაღლესი ლიგის კლუბებს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი დაურიგა. მიმდინარე პირველობის მეორე ნახევარი სტარტს 21 თებერვალს აიღებს და 22 მაისს დაგეგმილი ოცდამეათე ტურით დასრულდება.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრასსაფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 21 თებერვალს გამართავს. ამ დღეს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები ლანჩხუთს ესტუმრებიან და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაუპირისპირდებიან...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ კლუბებისათვის დაგზავნილ XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარს.