Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

რუსთაველებთან მორიგი "დუელის" წინ

 

 

 

 

 

 

 

 

3 აპრილს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" დაუპირისპირდება.

 

სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და რუსთაველებს ("ოლიმპი" და "მეტალურგი") ერთმანეთში 26 მატჩი აქვთ გამართული. შეგახსენებთ, რომ ერთი შეხვედრა არ დასრულებულა - ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 11-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 8 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა - 28:18.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური "დუელი" სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

 

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაუმწუხრებია - დღესდღეობით ალბანური "ფლამურტარის" ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით - 8). ჯაბა დვალს "ოლიმპისა" და "მეტალურგის" კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით - 4).

 

3 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის ქუთაისელი არბიტრი გიორგი დოგრაშვილი განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს კი ჩვენი კლუბის საიტზე კომპანია "აირმაქსის" დახმარებით შემოგთავაზებთ.

 

 

"ზესტაფონი" - "მეტალურგის" მატჩები 2011-2014 წლებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015