03.03.2015
ათასი გოლისა და ათასზე მეტი ქულის ამბავი
1 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 77-ე წუთზე ”ზესტაფონის” ფორვარდმა გიორგი ილურიძემ გაიტანა გოლი, რომელიც მარგველთათვის უმაღლეს ლიგაში გატანილი რიგით მე-1000 გამოდგა.
უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია უმაღლეს ლიგაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი სამივე საფეხბურთო კლუბის ("მარგვეთი", "მეტალურგი" და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარზეა. ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას იმაზეც, რომ მარგველთა მიერ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობა სადღეისოდ 648 შეადგენს. ამ შეხვედრებში ზესტაფონელებს მოპოვებული აქვთ 299 გამარჯვება და 126 ფრე, 223 მატჩი კი იმერლებმა დათმეს. ამ შეხვედრებში გატანილია 1000 და გაშვებულია 861 გოლი, მოპოვებულია 1023 ქულა.
ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელთა დებიუტი მეორე ეროვნულ ჩემპიონატში შედგა - 1991 წლის ერთწრიან საგაზაფხულო ტურნირში ჩვენი ქალაქის სახელით იასპარეზა საფეხბურთო კლუბმა "მარგვეთმა", რომელმაც უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 8 სეზონი ჩაატარა. სულ, 1991-1998 წლებში ”მარგვეთმა” ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98-ში, ფრედ დაასრულა 43, დამარცხდა კი 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443, მოპოვებული ქულების რაოდენობა - 337.
"მარგვეთის" დაშლის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა თამაში უმაღლეს ლიგაში, სადაც გამართა 64 მატჩი, გაიმარჯვა 15-ში, ფრედ დაასრულა 11, დამარცხდა 38-ში, ბურთების სხვაობა 50-123, ქულების რაოდენობა - 56.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამართული აქვს 337 მატჩი, აქედან 186 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 79-ში კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 553-295. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 630 ქულა.
საინტერესოა, რომ უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობის 1000-იანი ნიშნულისთვის, თბილისის "დინამოს" (1987), ქუთაისის ”ტორპედოსა” (1209) და უკვე ზესტაფონელთა გარდა, ეროვნულ ჩემპიონატში არცერთი სხვა ქალაქის წარმომადგენლებს დღემდე არ მიუღწევია ("დინამო" (ბათუმი) - 934; "კოლხეთი" (ფოთი) - 923; "დილა" (გორი) - 797; ”მეტალურგი” (რუსთავი) - 785; "ვიტ-ჯორჯია" - 748; ქალაქ ზუგდიდის კლუბები - 700; "სიონი" (ბოლნისი) - 683; ქალაქ სამტრედიის კლუბები - 562; "გურია" (ლანჩხუთი) - 539).
გემახსოვრებათ, რომ წინა სეზონის მსვლელობისას ზესტაფონელებმა ყველა ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დაჯამებულ ცხრილში ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის ”ტორპედოს” მსგავსად, პირველობის მატჩებში მოპოვებულ ქულათა 1000-ანი ზღვარიც გადალახეს (სადღეისოდ კი ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარი 1023 ქულას შეადგენს) და ყველა ჩემპიონატის შედეგების შემაჯამებელ ცხრილში ამ მაჩვენებლითაც საპატიო მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
მესამე პოზიციაზე იმყოფებიან ზესტაფონელები მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობის კომპონენტშიც - შიდა პირველობის ეგიდით მოპოვებული
შემდეგი გამარჯვება იმერელთათვის საიუბილეო მე-300 იქნება. თბილისის დინამოელებსა (561) და ქუთათურებს (360) თუ არ ჩავთვლით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას ასეთი შედეგისთვის არცერთი ქალაქის გუნდსა თუ გუნდთა კრებულს არ მიუღწევია...
|
უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელთა მე-1000 გოლის ავტორი გიორგი ილურიძე |
|