Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

თაკო გაჩეჩილაძის თანადგომა "ზესტაფონს"

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივარი, ცნობილი მომღერალი და ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროექტის, “ერთი ერთში”-ს მონაწილე თაკო გაჩეჩილაძე თავის facebook-გვერდზე "ზესტაფონთან" დაკავშირებულ კომენტარს აქვეყნებს და მასში ჩვენს კლუბს თანადგომას უცხადებს:

 

"მე ვგულშემატკივრობ ჩემს საყვარელ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", რომელიც მუდამ გვახარებდა წარმატებებით და მინდა ვუსურვო, მომავალშიც გაგვახაროს, რომ მუდამ ვიამაყოთ ამ არაჩვეულებრივი გუნდით!"

 

უნდა აღნინიშნოს, რომ თაკო გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროექტი “ერთი ერთში”-ს ნახევარფინალური სტადიის მონაწილე და ამ პოპულარულ შოუში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია (sms - 95103).

 

ჩვენ კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფისში თაკო გაჩეჩილაძის სტუმრობისას გამართული იმპროვიზირებული ფოტოსესიის ამსახველ ფოტომასალას სიამოვნებით გთავაზობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015