Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.04.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონისა" და "დილას" მატჩი არ შედგა

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 21 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრა უნდა გამართულიყო. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გორის ”დილასთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო მატჩი აღარ გაიმართა.

 

მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირების სანახავად სტადიონზე მოსულ პუბლიკას შემდეგი სურათი დახვდა - მოედანზე გორული კოლექტივის წევრებთან ერთად მატჩის მომსახურე არბიტრთა ბრიგადა გავიდა, სტადიონის დიქტორმა კი დამსწრე საზოგადოებას ამცნო იმის შესახებ, რომ მრავალგზის დაპირების მიუხედავად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დახმარება დღემდე არ გაუწია, რის გამოც გუნდმა დღევანდელ მატჩზე გამოცხადება ვერ შეძლო და ამის გამო შეხვედრა არ გაიმართება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015