Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა გამარჯვება ქობულეთში

 

 

 

 

 

 

 

 

23 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტურის შეხვედრები. ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”შუქურას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ჭურაძე, რობაქიძე, ბარბაქაძე, გოგავა, ვაჭარაძე, გაჩეჩილაძე, გოცაძე (ბუბულაშვილი, 80), ჩუბინიძე (დუგლაძე, 87), კანდელაკი (საცერაძე, 85), ეგუტიძე.

 

დუბლიორთა მიმდინარე ტურნირის საგაზაფხულო ეტაპი ზესტაფონელთა მეორე გუნდმა მძიმედ დაიწყო და ლანჩხუთში დაფიქსირებული ფრის შემდეგ ზედიზედ ოთხი შეხვედრაში მარცხი განიცადა. იმერელთათვის უსიამოვნო სერია დღეს ქობულეთის "შუქურასთან" სტუმრად გამართულ დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა.

 

ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ნოდარ გაჩეჩილაძემ თავის გუნდი შორიდან ლამაზი და ზუსტი დარტყიმით დააწინაურა. 32-ე წუთზე მანვე კიდევ ერთხელ აიღო ზღვისპირელთა კარი - ბურთი "შუქურას" კარის ბადეში ნოდარის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ აღმოჩნდა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე (47-ე წუთი) ნოდარ გაჩეჩილაძემ "ჰეთ-თრიკის" ავტორობაც გაიფორმა - ამჯერად მიზანს მარგველთა ნახევარმცველის მიერ ოსტატურად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ მიაღწია. ამის შემდეგ უკვე მასპინძლები გააქტიურდნენ, ხოლო სტუმრებმა აქცენტი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს.

 

უნდა ითქვას, რომ ქობულეთელებმა, 66-ე და 70-ე წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა, მეტის გაკეთების საშუალება მათ სტუმრებმა აღარ მისცეს. ზამთრის პაუზის შემდეგ ზესტაფონელ დუბლიორთა მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება - 3-2.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015