არ გვინდა დავიჯეროთ - ზესტაფონი ფეხბურთს ემშვიდობება ...
მიმდინარე წლის 25 მარტს “საქენერგოს” თანამშრომლებმა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო ბაზას.
"არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ ფაქტია - ზესტაფონი ფეხბურთს ემშვიდობება, გნებავთ, პირიქით!" - ასეთი სიტყვებით ეხმაურება ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ზემოიმერულ კლუბში და მის გარშემო მიმდინარე ამბებს...