საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2015 წლის 18 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზეესტუმრებიან.
იმერეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2009 წლის 8 აგვისტოს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 9 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში უპირობო უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა - 8 მოგება, 0 ფრე და 1 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 29:8.
საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან სამტრედიელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანიათ - ორივე ამ ფეხბურთელს ოპონენტთა კარი 7-7-ჯერ აქვთ აღებული. 3 გოლი რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშიზეა, ხოლო 2-2-ჯერ "სამტრედიის" კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, ირაკლი ძარია და გიორგი ონიანი) შეურხევია.
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიასთან" 18 მარტს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
"ზესტაფონი" - "სამტრედიას" მატჩები 2009-2011 წლებისა და მიმდინარე სეზონებში