09.06.2015
ოცდაექვსი ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში
სულ მცირე ხნის წინ დასრულდა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი. ტრადიციისამებრ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ყველა ეროვნული ჩემპიონატის (1990-2015 წლები) მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შემაჯამებელ ცხრილს გთავაზობთ.
როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს, ჩვენი კლუბის ფეხბურთელთან გარიგების მცდელობის გამო, ”ზესტაფონი” გორის "დილასთან" სათამაშოდ არ გავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც თითქოს თავად უნდა ყოფილიყო გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის ავანგარდში, მიიღო გაუგონარი გადაწყვეტილება და ჩვენი კლუბი ჩემპიონატიდან მოხსნა. სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, იმერულ კლუბს ჩემპიონატის დასკვნით 7 შეხვედრაში მარცხი ჩაეთვალა.
მიიჩნევს რა უსამართლოდ დისციპლინართა (და ამ გადაწყვეტილების ძალაში დამტოვებელი სფფ-ს სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის) გადაწყვეტილებას, "ზესტაფონი" დღესაც აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად და ამ გადაწყვეტილების (შესაბამისად, ზემოთნახსენები 7 მატჩის შედეგის) გასაუქმებლად...
თუმცა, მანამდე უნდა შემოგთავაზოთ ცხრილი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში სადღეისოდ არსებული მატჩების ოქმების მიხედვითაა შედგენილი...
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 26 ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის შემაჯამებელი ცხრილი. სასიამოვნოა, რომ ჩვენი კლუბისა და უმაღლეს ლიგაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების საერთო მიღწევებზე (რა გასაკვირია, რომ ამ მიღწევებში ლომის წვლილი სწორედ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მიუძღვის) სასაუბროც დაგვიგროვდა...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 350 მატჩი, აქედან 188 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 90-ში კი დაფიქსირდა ზესტაფონელთა მეტოქეთ გამარჯვება. ბურთების სხვაობაა 562-331. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 636 ქულა.
ცალკე უნდა ითქვას იმაზეც, რომ მარგველთა (აქ უკვე მხედველობაში გვაქვს დამოუკიდებელი ქართული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქალაქის წარმომადგენელი ყველა კლუბის ("მარგვეთი", "მეტალურგი" და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი) მიერ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობა სადღეისოდ 661 შეადგენს. ამ შეხვედრებში ზესტაფონელებს მოპოვებული აქვთ 301 გამარჯვება და 126 ფრე, 234 მატჩის ოქმში კი იმერელთა მარცხი იქნა დაფიქსირებული. ამ შეხვედრებში გატანილია 1009 და გაშვებულია 897 გოლი.
გემახსოვრებათ, რომ წინა სეზონის მსვლელობისას ზესტაფონელებმა ყველა ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით შეჯამებულ ცხრილში ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის ”ტორპედოს” მსგავსად, პირველობის მატჩებში მოპოვებულ ქულათა 1000-ანი ზღვარი გადალახეს (სადღეისოდ ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარი 1029 ქულას შეადგენს) და ყველა ჩემპიონატის შედეგების შემაჯამებელ ცხრილში საპატიო მესამე პოზიციაზე დამკვიდრნენ. მარგველები ამ პოზიციას დღესაც ინარჩუნებენ...
ასევე მესამე პოზიციაზე იმყოფებიან ზესტაფონელები მოპოვებული გამარჯვებებისა და გატანილი გოლების რაოდენობის მხრივაც - შიდა პირველობის მატჩებში
მარგველებს 301-ე გამარჯვება აქვთ მოპოვებული და უმაღლესი ლიგის შეხვედრებში მეტოქეთა კარში 1009 გოლი აქვთ გატანილი. თბილისის დინამოელებსა და ქუთათურებს თუ არ ჩავთვლით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას ასეთი შედეგისთვის (არც 300 გამარჯვებისთვის და არც 1000 გატანილი გოლისთვის) არცერთი ქალაქის გუნდსა თუ გუნდთა კრებულს არ მიუღწევია...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, თბილისის "დინამოსთან" და "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად, შეადგენს ქართული კლუბების სამეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "ტრიოს" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია...
№ |
გუნდი |
ჩ. |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბურთები |
ქ |
1 |
"დინამო" (თბილისი) (+) |
26 |
807 |
568 |
140 |
109 |
2015-616 |
1844 |
2 |
"ტორპედო" (ქუთაისი) (+) |
23 |
719 |
369 |
144 |
208 |
1230-812 |
1251 |
3 |
ზესტაფონი * (+) |
21 |
661 |
301 |
126 |
234 |
1009-897 |
1029 |
2004-15 |
"ზესტაფონი" (+) |
11 |
350 |
188 |
72 |
90 |
562-331 |
636 |
2001-03 |
"მეტალურგი" |
2 |
64 |
15 |
11 |
38 |
50-123 |
56 |
1991-98 |
"მარგვეთი" |
8 |
247 |
98 |
43 |
106 |
397-443 |
337 |
4 |
"კოლხეთი-1913" (ფოთი) (+) |
21 |
661 |
283 |
133 |
245 |
941-823 |
982 |
5 |
"დინამო" (ბათუმი) (+) |
21 |
642 |
278 |
135 |
229 |
953-716 |
969 |
6 |
”მეტალურგი” (რუსთავი) ** (+) |
19 |
597 |
276 |
135 |
186 |
791-616 |
963 |
7 |
"ვიტ-ჯორჯია" (თბილისი) (+) |
18 |
567 |
261 |
141 |
165 |
759-545 |
924 |
8 |
"სიონი" (ბოლნისი) (+) |
20 |
630 |
225 |
135 |
270 |
|
810 |
9 |
"დილა" (გორი) (+) |
22 |
684 |
231 |
116 |
337 |
822-1053 |
809 |
10 |
”ზუგდიდი” *** (+) |
18 |
561 |
194 |
92 |
275 |
714-912 |
674 |
11 |
"ლოკომოტივი" (თბილისი) |
13 |
400 |
174 |
97 |
129 |
503-391 |
619 |
12 |
"გორდა" (რუსთავი) |
14 |
435 |
181 |
76 |
178 |
680-612 |
619 |
13 |
"სამტრედია" (+) |
14 |
438 |
156 |
78 |
204 |
584-712 |
546 |
14 |
"გურია" (ლანჩხუთი) (+) |
13 |
400 |
146 |
54 |
200 |
560-753 |
492 |
15 |
"შევარდენი" (თსუ) (თბილისი) |
12 |
373 |
134 |
70 |
169 |
510-571 |
472 |
16 |
"სამგურალი" (წყალტუბო) |
11 |
333 |
113 |
53 |
167 |
396-584 |
392 |
17 |
”სპარტაკი” (ცხინვალი) **** (+) |
9 |
292 |
79 |
57 |
156 |
286-493 |
294 |
18 |
"ივერია" (ხაშური) |
7 |
213 |
62 |
31 |
120 |
235-416 |
217 |
19 |
"კახეთი" (თელავი) |
7 |
214 |
62 |
27 |
125 |
269-473 |
213 |
20 |
"ცხუმი" (”დინამო”) (სოხუმი) |
5 |
153 |
59 |
22 |
72 |
265-269 |
199 |
21 |
"ალაზანი" (გურჯაანი) |
4 |
125 |
55 |
20 |
50 |
197-224 |
185 |
22 |
"ჩიხურა" (საჩხერე) (+) |
4 |
121 |
49 |
26 |
46 |
159-171 |
173 |
23 |
"ამერი" (თბილისი) |
3 |
82 |
47 |
13 |
22 |
133-67 |
154 |
24 |
"ბორჯომი" |
4 |
112 |
38 |
19 |
55 |
132-185 |
133 |
25 |
"მერანი" (მარტვილი) (+) |
4 |
130 |
36 |
22 |
72 |
123-203 |
130 |
26 |
"კოლხეთი" (ხობი) |
4 |
119 |
33 |
25 |
61 |
154-208 |
124 |
27 |
"მზიური" (გალი) |
3 |
91 |
33 |
16 |
42 |
125-162 |
115 |
28 |
"ამირანი" (ოჩამჩირე) |
3 |
91 |
27 |
21 |
43 |
111-148 |
102 |
29 |
"მერცხალი" (ოზურგეთი) |
4 |
123 |
24 |
22 |
77 |
122-248 |
94 |
30 |
"მრეტები" (თბილისი) |
3 |
106 |
26 |
15 |
65 |
114-210 |
93 |
31 |
"საპოვნელა" (თერჯოლა) |
2 |
66 |
25 |
11 |
30 |
98-122 |
86 |
32 |
"გაგრა" |
3 |
102 |
21 |
23 |
58 |
88-160 |
86 |
33 |
"შუქურა" (ქობულეთი) (+) |
2 |
60 |
24 |
11 |
25 |
80-95 |
83 |
34 |
"მესხეთი" (ახალციხე) |
2 |
56 |
18 |
14 |
24 |
52-72 |
68 |
35 |
"სულორი" (ვანი) |
2 |
57 |
19 |
10 |
28 |
82-123 |
67 |
36 |
"მაღაროელი" (ჭიათურა) |
2 |
66 |
18 |
11 |
37 |
81-145 |
65 |
37 |
"არსენალი" (თბილისი) |
2 |
58 |
14 |
14 |
30 |
55-94 |
56 |
38 |
”სპარტაკი” (თბილისი) |
2 |
62 |
12 |
11 |
39 |
44-115 |
47 |
39 |
"მერანი" (თბილისი) |
2 |
52 |
12 |
9 |
31 |
35-95 |
45 |
40 |
"მცხეთა-ურიონი" |
1 |
33 |
12 |
5 |
16 |
41-63 |
41 |
41 |
"დურუჯი" (ყვარელი) |
2 |
60 |
9 |
4 |
47 |
51-192 |
31 |
42 |
"მილანი" (წნორი) |
1 |
32 |
6 |
8 |
18 |
18-54 |
26 |
43 |
"თბილისი" (დინამო-2) |
1 |
28 |
6 |
6 |
16 |
33-57 |
24 |
44 |
"ეგრისი" (სენაკი) |
1 |
30 |
5 |
2 |
23 |
42-90 |
17 |
პირობითი აღნიშვნები: (ჩ) - ჩემპიონატების საერთო რაოდენობა, (თ) - თამაშების საერთო რაოდენობა, (მ) - მოგებათა საერთო რაოდენობა, (ფ) - ფრეთა საერთო რაოდენობა, (წ) - წაგებათა საერთო რაოდენობა, (ქ) - ქულათა საერთო რაოდენობა.
შენიშვნები:
* - მოცემულია ქალაქ ზესტაფონის გუნდების (”მარგვეთი”, ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი.
** - საფეხბურთო კლუბ ”თბილისის” (ყოფილი ”მერანი-91”) საერთო მონაგარს ემატება რუსთავის საფეხბურთო კლუბების ”ოლიმპისა” და ”მეტალურგის” შედეგები.
*** - მოცემულია ქალაქ ზუგდიდის გუნდების (”ოდიში”, ”მგლები”, ”ბაია” და "ზუგდიდის" ) საერთო მონაგარი.
**** - მოცემულია ქალაქ ცხინვალის გუნდების (”ლიახვი”, ”ცხინვალი” და ”სპარტაკი”) საერთო მონაგარი.
(+) - XXVI ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე. |
|