30.06.2007

 

”ზესტაფონი” - ”ტობოლი” - 2-0.

 

 

 

გაგა ჩხეტიანის მეორე გოლი გოლი ყაზახთა კარში

მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშების პირველი რაუნდის განმეორებითი მატჩი ყაზახეთის კლუბ ”ტობოლ”-თან და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-0.

პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ ქართველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - სამბურთიანი უპირატესობა ევროტურნირების შეხვედრებში ხომ ძალიან ”ძვირად ფასობს”. თუმცა, ამის მიუხედავად, ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დიდი ბრძოლა გაუმართეს ყაზახეთიდან ჩამოსულ სტუმრებს - უკვე მესამე წუთზე ბურთი, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, კოსტანაელთა კარის ბადეში ედიკ საჯაიამ გადაგზავნა. ანგარიშის გახსნის შემდეგაც ზესტაფონელთა უპირატესობა აშკარა იყო - მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა ზედიზედ ორჯერ გოგი ფიფიას მიეცა - პირველ შემთხვევაში გოგის თავური ყაზახთა კარის ზედა ძელს მოხვდა, მეორედ კი - ზესტაფონელი ფორვარდის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

37-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა ორმატჩიან ორთაბრძოლაში მინიმუმამდე მცირდება - როინ ონიანი აუტიდან პირდაპირ მეკარის ბაქანზე აგზავნის ბურთს, იქ კი ყველაზე სწრაფი გაგა ჩხეტიანი აღმოჩნდა - 2-0 . პირველი ტაიმის მიწურულს ყაზახები ერთხელაც გადაურჩნენ გაშვებულ გოლს - ალექსი ბენაშვილის შორიდან დარტყმული სანტიმეტრებით სცდება მიზანს.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მიუხედავად სტუმართა მცდელობისა თამაში საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან მოეშორებიათ. გაგა ჩხეტიანს, ჟილვან ვიეირას, გოგი ფიფიას, ჟონატას ტორესს ჰქონდათ რეალური საგოლე მომენტები, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ანაგარიში უცვლელი დარჩა. ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშების მეორე რაუნდში ყაზახურმა კლუბმა გააღწია. იქ ”ტობოლი”- ს მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი, ქალაქ ლიბერეცის ”სლოვანი” ოქნება.

 

30/06/2007- ”ზესტაფონი” - ”ტობოლი” - 2-0

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005