Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.10.2020

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტროლო მატჩი ბაღდათელებთან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" კორონავირუსის პანდემიის გამო ნოემბრის დასაწყისისათვის გადადებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. 29 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი სპარინგ-შეხვედრა გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" ესტუმრა.

 

ბაღდათელებთან გამართული შეხვედრა რანგით მაღალ ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 7-0 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ავთანდილ სირაძემ (3), ლაშა ოზბეთელაშვილმა (2) და გიორგი ხარშილაძემ (2) გამოიჩინეს...

 

"საირმესთან" შეხვედრა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: მიქავა, ვარდოსანიძე, ხუხუა, მოსიძე, სირაძე, ჯანიაშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ხარშილაძე, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, რობაქიძე, ხარაიშვილი და გოგობერიშვილი შევიდნენ...

 

როგორგ მოგეხსენებათ, ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "ზესტაფონი" 5 ნოემბერს გამართავს - ამ დღეს იმერლები სენაკის "ეგრისს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. იმერულ-მეგრული დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020