Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ივლისი "დავით აბაშიძეზე" ევროპალიგის ორი მატჩით დაიწყება

 

 

 

 

 

 

 

 

შვეიცარიულ ნიონში გუშინ გამართულმა კენჭისყრამ ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების კვარტეტის მეტოქეთა ვინაობა გაარკვია. როგორც იცით, საჩხერის "ჩიხურა" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ევროპის ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში თავიანთ საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართავენ.

 

კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საჩხერის "ჩიხურა" მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, კიშინიოვის "ზიმბრუს" დაუპირისპირდება. ამ წყვილის პირველ მატჩს 30 ივნისს კიშინიოვი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 5 ივლისს გაიმართება.

 

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში აზერბაიჯანის წარმომადგენელ "გაბალას" შეხვდება. საჩხერელთა მსგავსად, პირველ შეხვედრას სამტრედიელებიც სტუმრად, 30 ივნისს, გამართავენ. "სამტრედიის" განმეორებით მატჩსაც ზესტაფონი უმასპინძლებს, ოღონდ ეს შეხვედრა უკვე 7 ივლისს გაიმართება.

 

ჩვენ კი ფეხბურთის მოყვარულებს 5 და 7 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩებზე ვეპატიჟებით და იმერული კლუბების თანადგომისკენ მოვუწოდებთ!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016