2009 წლის 29 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2009-2010 წლების ევროპის ლიგის გათამაშების პირველი ეტაპის განმეორებითი შეხვედრა. იმერელებმა, ”ლისბერნის” სტუმრად გამარჯვების შემდეგ, შინაც დაამარცხეს ბრიტანელები ანგარიშით 6-0 ...
მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა 3 000 მაყურებელმა გატანილი გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს იხილა - 86-ე და90-ე წუთებზე მინდორზე შეცვლაზე შესულმა ალექს ბენაშვილმა კიდევ ორჯერ დაამწუხრა ჩრდილოირლანდიელთა გოლკიპერი პოლ მერფი - 6-0.
ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში, 16 ივლისს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, ზესტაფონელები ჰენრიკ ლარსონის შვედურ ”ჰელსინგბორგს” უმასპინძლებენ ...