| 02.01.2014                 თეიმურაზ ღონღაძე "ზესტაფონში" დაბრუნდა                   საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”    თეიმურაზ ღონღაძე დაბრუნდა.  28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-2013 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი  წლის განმავლობაში დაიცავს.    ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის  შესახებ: თეიმურაზ ღონღაძე  - მცველი;  დაბადებულია - 08.09.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 70  კგ.   კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ივერია” (ხაშური) - 2001-2003, 2004, ”თბილისი” (თბილისი) - 2003-2004, ”საგარეჯო” (საგარეჯო) - 2005, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - 2006-2007, ”ბორჯომი” - 2007, ”მესხეთი” (ახალციხე) - 2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2008-2009, 2010,  ”სიმურგი” (ზაქათალა, აზერბაიჯანი) -  2010, ”დინამო” (თბილისი) - 2011, ”ზესტაფონი” -  2011-2013,"დილა" (გორი) - 2013.   უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე თეიმურაზ ღონღაძე  "ზესტაფონის" შემადგენლობაში 2011-2012 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ - ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.     თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკომპანიაში იასპარეზა - 2011 წლის ზაფხულზე მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ "დაჩიასთან" და ავსტრიულ "შტურმთან"  ჩემპიონთა ლიგის და  ბელგიურ "ბრიუგესთან" უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზებაიჯანულ "ნეფტჩისთან" გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით "ზესტაფონის" შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.  საქართველოს ეროვნული ნაკრების  რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს გამართული.     "ზესტაფონის" შემადგენლობაში ასპარეზობის პერიოდში თეიმურაზ ღონღაძის მიერ გატანილი გოლები:   
              
                | 
                  
                    |  | 
                        02.10.11 ”ბაია”- ”ზესტაფონი” 1-2.  XXIII ეროვნული ჩემპიონატის 8 ტურის მატჩი.  |  | 
                  
                    |  | 
                        23.12.12  ”ზესტაფონი”- ”დინამო” 2-1. XIV ეროვნული  ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი. |  | 
                  
                    |  | 
                        05.02.03   ”ზესტაფონი” - ”ვორსკლა” (პოლტავა, უკრაინა) 1-1. ამხანაგური მატჩი.  |  |      
 |