13.09.2024
ფრე გორელებთან შეხვედრაში
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძელმა "ზესტაფონმა" ლიგა 3-ის ერთ-ერთ ლიდერს, საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლა...
უკვე მატჩის დებიუტში, კერძოდ 10-ე წუთზე ანგარიშის გახსნა იმერული გუნდის ახალწვეულმა დავით ბოლოთაშვილმა მოახერხა. პირველი ტაიმის მიწურულს მასვე ანგარიშის ორამდე გაზრდაც შეეძლო, თუმცა გორელებს მცველთა თავგანწირულმა თამაშმა უშველა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში ზესტაფონელებს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი მიეცათ - გატანასთან ახლოს ლუკა სიგუა გახლდათ. 68-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა - სტუმართა ხანგრძლივი შეტევა ზუსტი დარტყმით გორული გუნდის აფრიკელმა ლეგიონერმა ემანუელ ფობმა დააგვირგვინა.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი მასპინძელთათვის დასანანი ფრით 1:1 დასრულდა...
|
12.09.2024. ”ზესტაფონი” - ”გორი” 1-1 |
"ზესტაფონი": ფერაძე, დადიანიძე (ფუტკარაძე, 64), ხუჯაძე, დევდარიანი, ბურჯანაძე, ანდრიაძე, ქვაჩახია, სიგუა, ვოსკანოვი, პაპავა (ლაფერაძე, 90), ბოლოთაშვილი (მიშველიძე, 76).
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 19 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" ესტუმრებიან...
|