სეზონის განახლებისათვის "ზესტაფონის" მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. 21 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზისას დაგეგმილი დასკვნითი, რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ სენაკის "ეგრისს" უმასპინძლეს.
"ზესტაფონმა" ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხა - მასპინძელთა სწრაფი და ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით ნიკა ხაჩიძემ დააგვირგვინა. მალევე ნიკა ხაჩიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა შესვენებამდე სენაკელმა ნიკა კოკაიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 2:1.
შევენების შემდეგ თამაში ისევ მასპინძელთა კარნახით წარიმართა და ტაიმის შუაწელს სტუმართა კართან დანიშნული სტანდარტი გოლად შოთა ანდრიაძემ აქცია. შეხვედრის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა - თორნიკე შალამბერიძემ სანდრო სათირიშვილის ორი ზუსტი პასის შემდეგ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1.
რაც შეეხება საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სასტარტო შეხვედრას, რომელშიც ჩვენი გუნდი თბილისის "ორბის" დაუპირისპირდება, ის 29 აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმაყურებლოდ გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება…