ჩვენი გუნდი სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 8 აგვისტოს "ზესტაფონმა" კიდევ ერთი, რიგით მეორე ამხანაგური დაპირისპირება გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის კიდევ ერთ წარმომადგენელ ვანის "სულორს" უმასპინძლეს.
"ზესტაფონმა" ისევ ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზა. მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენის საშუალება იმერელთა გუნდში გასინჯვაზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელებს ისევ მისცა. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ორივე გუნდისთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა...
საგოლე მომენტების სიუხვის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ის მატჩის მიწურულს ვანელმა გიორგი ონიანმა გაიტანა. ზესტაფონელებმა გათანაბრება კი სცადეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი "სულორის" მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.