საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დიდი ბრძოლები მოელის...
ზესტაფონელები სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის საკუთარი ბაზის მინდვრებზე მოემზადებიან. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა...