მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა "ზესტაფონმა" ლიგა 3-ის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ "გარდაბანს" უმასპინძლა...
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს დისკვალიფიცირებული შოთა ანდრიაძე და ტრავმირებული გიორგი კლდიაშვილი კი გამოაკლდნენ, თუმცა მთლიანობაში მასპინძლებმა ქვემოქართლელ სტუმრებს საბრძოლო შემადგენლობა დაუპირისპირეს და მატჩიც საკმაოდ საინტერესოდ გამოდგა...
ზესტაფონელები მთელი თამაშის მანძილზე სტაბილური სიხშირით ქმნიდნენ საგოლე მომენტებს მეტოქის კართან და ასეთივე სტაბილურობით ანიავებდნენ მათ. პირველ ტაიმში ჯერ შოთა ფანცულაიამ ააცილა ახლო მანძილიდან, შემდეგ გოლის გატანა ნიკა ხელიძეს მართებდა, ბოლოს კი სლავა პაპავას დარტყმული მოხვდა გარდაბნელთა კარის ძელს...
მეორე ნახევარში ზესტაფონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და სტუმართა ნახევარზე დაიდეს ბინა - გოლის გატანის შესაძებლობები მიეცა შოთა ფანცულაიას, დათო ბებიაშვილს, გიორგი სამხარაძეს მიეცათ, თამაშის დასკვნით ნაწილში კი შეცვლაზე შესულმა გიორგი წიქარიშვილმა ორჯერ გაარტყა ბურთი სტუმართა კარის ხარიხას. საბოლოოდ, გარდაბნელთა კარის აღება არ მოხერხდა და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.
ვიდეომიმოხილვა მომზადებულია საფეხბურთო კლუბ "გარდაბნის" პრეს-სამსახურის მიერ
მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 23 მაისს გამართავს - საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" ესტუმრებიან. მატჩს მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და ის 16:30 საათზე დაიწყება...