Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.04.2024

 

 

 

 

 

 

 

 

მარცხი წინა მატჩის სცენარით

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 25 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მერვე ტურის შეხვედრები - ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფლის პატარა სტადიონმა ხელვაჩაურის "მაჭახელასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებას უმასპინძლა...

 

გუშინდელი შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის ჩოხატაურში გამართული მატჩის სცენარით წარიმართა - ზესტაფონელები სახიფათო და საგოლე მომენტებს "ჯიუტი სტაბილურობით" ანიავებდნენ, მეტოქე გუნდი კი მოცემულ შესაძლებლობებს საშური სიზუსტით იყენებდა. შედეგად, მორიგი მარცხი ანგარიშით 2:1.

 

ანგარიში სტუმრებს, მას შემდეგ რაც სტანდარტული მდგომარეობიდან სლავა პაპავას დარტყმული მეკარე სასწაულებრივ მოიგერია, პირველსავე წუთზე უნდა გაეხსნათ. 3-ე წუთზე კი, საპასუხო შეტევაში ხელვაჩაურელმა ლაშა კახიძემ დამატებაზე თამაშისას ყველას დაასწრო და ბურთო გიორგი აბრამიშვილის კარის ბადეში გადაგზავნა.

 

სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმის მიწურულს (39-ე წუთი) ნიკა ხელიძემ წონასწორობა აღადგინა. ორმაგად საწყენი გახლდათ ზუსტად 3 წუთში (42-ე წუთი) კიდევ ერთი გაშვებული გოლი - აჭარელთა ლეგიონერმა მუსა სამასამ ყველას გაექცა და თავის გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში "მაჭახელას" ლეგიონერს კიდევ ერთხელ მართებდა გატანა, თუმცა ამ ჯერზე მას სიზუსტემ უმტყუნა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ეპიზოდი გუშინდელ შეხვედრაში აჭარული კლუბის მიერ შექმნილი უკანასკნელი სახიფათო მომენტი გახლდათ. ამის შემდეგ სახიფათო მომენტებს უკვე მხოლოდ სტუმრები ქმნიდნენ...

 

სახიფათო ეპიზოდების სიმრავლის მიუხედავად (გოლის გატანასთან ძალიან ახლოს მონაცვლეობით რამდენიმეჯერ იყვნენ შოთა ფანცულაია, გიორგი წიქარიშვილი და ნიკა ხელიძე), პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა მეტად დასანანი მარცხი განიცადეს...

 

25.04.2024. ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, სათირიშვილი, ვოსკანოვი, სამხარაძე, პაპავა (მჟავანაძე, 84), წიქარიშვილი (ზუზაძე, 76), ფანცულაია, ხელიძე (ჯაბავა, 88).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024