Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

შოთა შეყილაძე კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს

 

 

 

 

 

საფეხბურთო პორტალ Transfermarkt.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორვარდი შოთა შეყილაძე, რომელსაც ორიოდე დღეში 24 წელი უსრულდება და რომელიც გასულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგებში წარმატებით ირჯებოდა, ახალ სეზონში გორის "დილაში" იასპარეზებს.

 

საქვეყნოდ ცნობილია ამბავია, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ყოველთვის უწყობდა ხელს ახალგაზრდა ფეხბურთელთა კარიერულ პროგრესს და აძლევდა მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. ახლაც, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდი შოთა შეყილაძე ეროვნულ ლიგა-3-ში მოასპარეზე იმერული გუნდიდან პირდაპირ CrystalBet ეროვნული ლიგა 1-ის წარმომადგენელ გორის "დილაში" გადავიდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, შოთა "ზესტაფონის" აღზრდილია და მისი დროშის ქვეშ ჭაბუკთა ტურნირებში წარმატებით თამაშობდა. სხვადასხვა დროს ნიჭიერმა ფორვარდმა თბილისის "ლოკომოტივში", "თელავსა" და ყაზახურ "ჟენისში" იასპარეზა. გასული სეზონის მიმდინარეობისას მშობლიურ "ზესტაფონს" დაუბრუნდა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გადარჩენაში (იმერულმა კლუბმა ლიგა 3-ში ადგილი შეინარჩუნა). შოთა შეყილაძეს აქვს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, 21-წლამდელებში თამაშის გამოცდილებაც.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2015-2016 წლების იძულებითი პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა, უკვე ერთგვარ საკვირველ ტრადიციად იქცა ის, რომ ეროვნული პირველობის დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბის ფეხბურთელები კარიერას პირდაპირ უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ კოლექტივებში აგრძელებენ. ახლო წარსულში "ზესტაფონის" გავლით იგივე გზა იმავე შოთა შეყილაძემ, თორნიკე ახვლედიანმა, ჯუმბერ ხმელიძემ და გიორგი აბრამიშვილმა გაიარეს...

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი კლუბის აღზრდილები თორნიკე ჭურაძე, სულხან სვიანაძე და ნიკა ჭუმბურიძე ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებში ასპარეზობენ. ამასთან ერთად, იმერულ კლუბში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ეროვნული პირველობის ზედა ეშელონების გუნდებში თავი დაიმკვიდრეს ავთანდილ სირაძემ, ლაშა ოზბეთელაშვილმა, ლაშა ნანობაშვილმა, ბესარიონ ფერაძემ, შოთა ფანცულაიამ, მახარე მაცაბერიძემ, მამუკა კაპანაძემ, სანდრო კვანტიძემ და ა.შ...

 

ბოლოს კი მადლობას ვუხდით შოთას გაწეული სამსახურისათვის, ვულოცავთ მას მოახლოვებულ დაბადების დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო კარიერაში!!!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024