17.01.2024
2024 წლის საფეხბურთო სეზონის შესახებ სათქმელი
ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო ლიცენზირების პროცესის შეჯამება მოხდა. "ზესტაფონმა" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო B საკლუბო ლიცენზია მიიღო.
2024 წლის ეროვნული ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, ქალთა ლიგა 1-ის და ქალთა ლიგა 2-ის კლუბები/გუნდები.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობისთვის საჭირო საკლუბო ლიცენზიები მიიღო 14 კლუბმა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობისთვის საჭირო ლიცენზიები მიიღო 18 კლუბმა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო B საკლუბო ლიცენზია მიიღო 8 კლუბმა, ხოლო ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 12 კლუბმა.
რომ აქვე უნდა ითქვას იმაზეც, ლიცენზირების კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, ქობულეთის "შუქურას" უარი ეთქვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და კრისტალბეთ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო ლიცენზიებზე. შედეგად, "შუქურა" ასპარეზობას ლიგა 4-ში განაგრძობს. დებულების თანახმად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში "რუსთავი", ხოლო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ში ხელვაჩაურის "მაჭახელა" დაწინაურდება.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 3-ს ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "მერანი", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და "ირაო", მარტვილის "მერანი", "გორი", "ბორჯომი", "გარდაბანი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ქედის "ბეთლემი" და საფეხბურთო კლუბი "გონიო"გაუწევენ...
დასასრულს კი მოგახსენებთ იმას, რომ 2024 წლის საფეხბურთო სეზონი ზესტაფონელთათვის 7 მარტს დაიწყება...
|