25.05.2021
სანიოლი, კვარაცხელია, ნაკრები და თბილისის ზღვის ბაზა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2021 წლის 2 ივნისს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი რუმინეთის ნაკრებს პლოიეშტიში ესტუმრება, 6 ივნისს კი ენსხედეში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასიამოვნო ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ატარებს. უახლოესი ორი ამხანაგური თამაშისთვის ფრანგმა სპეციალისტმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა...
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტომასალა |