Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკთა სტუმრობა გორში და წყვილი გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 აპრილს გაიმართა ჭაბუკთა შორის საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები - გორში გამართულ "ვერცხლის ლიგის" შეხვედრებში ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები ადგილობრივი "დილას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

თავიდან "ახალბაღის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გორის "დილას" და "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) გუნდები გავიდნენ. სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფი სტუმრები მოედანზე მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად გავიდნენ და საბოლოოდ მიზნის მიღწევა მოახერხეს კიდეც...

 

სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა, თუმცა შესვენებამდე ანგარიშში დაწინაურება ვერაფრით მოახერხეს. სამაგიეროდ, მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (44-ე წუთი) შიდაქართლელთა კარში გატანილი გოლით თავი ნიკოლოზ ჯამასპიშვილმა გამოიჩინა.

 

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონში რიგით მესამე გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 1-0 გაიფორმა. შედეგად, ხუთი ტურის შემდეგ იმერლებმა 10 ქულა დააგროვეს და თხუთმეტწლამდელთა "ვერცხლის ლიგის" ცენტრალური ("") ჯგუფის ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელ კრებულთან ერთად, სამეულში ადგილი უკვე გარანტირებული აქვთ.

 

აქედან გამომდინარე, ზესტაფონელებმა ჭაბუკთა ლიგის მეორე ეტაპზე ათგუნდიან "ვერცხლის ჯგუფში" ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. სწორედ ეს ტურნირი, რომელშიც "", "", "" ჯგუფების საუკეთესო სამეულები და მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კოლექტივი იასპარეზებენ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაარკვევს იმ სამეულის ვინაობას, რომელიც მომავალ, 2022 წლის სეზონში თხუთმეტწლამდელთა ჭაბუკთა ლიგის "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს...

 

24.04.2021. U-15. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 0-1

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, ფუტკარაძე, სუხაშვილი, ტ. ცხადაძე (ბერუაშვილი, 57), კვანტიძე, გეწაძე, მღარიშვილი (ჭულუხაძე, 75), ლაბაძე (ყენია, 68), ჯამასპიშვილი, ბაბაიანი (ნ. ცხადაძე, 75).

 

* * *

თხუთმეტწლამდელთა მატჩის დასრულების შემდეგ გორის "ახალბაღის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძელი "დილასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. შესვენებამდე უპირატესობას უმეტესად გიორგი მელიქიშვილის გუნდი ფლობდა და ეს უპირატესობა ტაიმის შუაწელს 11-მეტრიანი ნიშნულიდან ლუკა წითელაურის მიერ გატანილ გოლში აისახა...

 

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ბექა პირველმა და ვახო აბაკელიამ გამოიჩინეს. საბოლოოდ, "ზესტაფონის" U-17-ს გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.

 

დასასრულს კი გეტყვით იმას, რომ სადღეისოდ პირველ სამეულში მყოფი ჩვენი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდიც, რომელსაც პირველი ეტაპის დასრულებამდე გასამართ დასკვნით 2 ტურში ერთ-ერთ კონკურენტ "არაგველებთან" და "ბ" ჯგუფის აუტსაიდერ "გაგრასთან" მატჩები აქვს დარჩენილი, მიზნის მიღწევასთან და "ვერცხლის ჯგუფის" საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოს გახლავთ...

 

24.04.2021. U-17. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 0-3

"ზესტაფონი" (U-17): იმერლიშვილი, მამაცაშვილი, სეხნიაშვილი, პირველი (ვაჩეიშვილი, 65), ხვისტანი, წამალაშვილი, წითელაური (ლაფაჩი, 70), დადუნაშვილი (ონიანი, 70), წიქარაშვილი, დავითულიანი (ღუღუნიშვილი, 55), აბაკელია (შუკაკიძე, 70).

მორიგ შეხვედრებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები უკვე მაისის თვეში, სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ გამართავენ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021