Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა მეოთხე ტურის მატჩები გამართეს

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 17 და 18 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მეოთხე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

18 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზამ ჩვენი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის და საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი მათი თანატოლების დაპირისპირებას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ისინი ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. გატანილი გოლები გიორგი წიქარიშვილისა (42-ე წუთი) და გიორგი ონიანის (45-ე წუთი) ანგარიშზეა.

 

თამაშის სცენარი დიდად არც მეორე ნახევარში შეცვლილა - მასპინძლები სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ და ბევრსაც უტევდნენ. 55-ე წუთზე "ზესტაფონს" მესამე გოლის გატანის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ზაზა წამალაშვილს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გაუცუდდა...

 

დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს, კერძოდ 84 -ე წუთზე, გიორგი წიქარიშვილმა დააფიქსირა. "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის (მწვრთნელი - გიორგი მელიქიშვილი) მორიგი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 3-0.

 

18.04.2021. U-17. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 3-0

"ზესტაფონი" (U-17): ბეჟიტაშვილი, სეხნიაშვილი, ხვისტანი, პირველი, წამალაშვილი, წითელაური (ბუქური, 70), აბაკელია (კახაძე, 70), დავითულიანი (ბუზალაძე, 70), წიქარიშვილი, ღუღუნიშვილი (კარტოზია, 58), ონიანი (შუკაკიძე, 58).

 

* * *
"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) კი საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" წარმომადგენელ კოლექტივს ერთი დღით ადრე, 17 აპრილს, იმერეთში, ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - ფრე 0-0.

17.04.2021. U-15. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 0-0

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, ფუტკარაძე, ნაკაშიძე, ტ. ცხადაძე, ს. კვანტიძე, მღარიშვილი, კახნიაშვილი (ვარდოსანიძე, 77), ლაბაძე (კვეტენაძე, 77), ნ. ცხადაძე (რ. კვანტიძე, 71), ჭულუხაძე.

მორიგი, მესამე ტურის შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები 24 აპრილს გამართავენ - ამ დღეს ჩვენი კლუბის ორივე გუნდი საფეხბურთო კლუბ "დილას" წარმომადგენელ თანატოლებს გორში ესტუმრება...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021