Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

20 "ზესტაფონელი" ეროვნულ ნაკრებში

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჟურნალისტ ფრიდონ კერვალიშვილის საავტორო წიგნი "საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სტატისტიკა №3 - "ჯვაროსნები"", რომელიც მკითხველს მოუთხრობს 1990-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გამართულ ყველა შეხვედრაზე და ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელსაც ქვეყნის მთავარი გუნდის შემადგენლობაში უასპარეზია...

 

სხვა "ჯვაროსნებთან" ერთად, ეს ძალიან საინტერესო წიგნი მოგვითხრობს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელ იმ 20 ფეხბურთელის (უჩა ლობჟანიძე (სულ - 53 მატჩი საქართველოს ნაკრებში), მურთაზ დაუშვილი (38), ნიკოლოზ გელაშვილი (25), ბექა გოცირიძე (14), შოთა გრიგალაშვილი (12), ირაკლი ძარია (10), გიორგი განუგრავა (10), როინ კვასხვაძე (8), კახა ალადაშვილი (8), ამირან სანაია (6), გრიგოლ ჭანტურია (6), თორნიკე აფციაური (5), ზურაბ იონანიძე (4), თორნიკე გორგიაშვილი (4), ზურაბ მამალაძე (3), გიორგი ხიდეშელი (3), გიორგი ნუგზარის-ძე ჭელიძე (2), ალექსანდრე ბენაშვილი (2), მირზა ბჟალავა (1), ჯაბა დვალი (1)) შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა დროს ქვეყნის მთავარ გუნდში უასპარეზიათ. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ თავად ავტორი ჩვენს კლუბს ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდად მიიჩნევს...

 

საინტერესოა, რომ წიგნში განსახილველ პერიოდში (1990-2020 წლები) საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური სულ 267 ფეხბურთელმა მოირგო. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში კი (ეროვნული გუნდის რიგებში უშუალო "ზესტაფონიდან" გამოძახებული 20 ფეხბურთელის ჩათვლით) 49 (!!!) "ჯვაროსანს" (ზურაბ მენთეშაშვილი (40 მატჩი), დავით მუჯირი (27), ოთარ ხიზანეიშვილი (20), ილია კანდელაკი (15), გიორგი ფოფხაძე (12), დავით ჯანაშია (10), ედიკ საჯაია (9), ზაალ ელიავა (8), ალექსანდრე გურული (6), სევასტი თოდუა (6), ვახტანგ ჭანტურიშვილი (5), კახა სიდამონიძე (5), ლევან მელქაძე (5), ვალტერ გუჩუა (5), ლევან კორღალიძე (3), რატი წინამძღვრიშვილი (3), ირაკლი სიხარულიძე (2), დიმიტრი ტატანაშვილი (2), მამუკა კობახიძე (2), ირაკლი მაისურაძე (2), ბექა მიქელთაძე (2), გიორგი ბერიძე (2), ბექა ტუღუში (2), თეიმურაზ ღონღაძე (2), თორნიკე გრიგალაშვილი (1), კახა ჩხეტიანი (1), როინ ონიანი (1), გრიგოლ დოლიძე (1), ირაკლი ქობალია (1)) უასპარეზია.

 

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და გორში მდებარე "ლიბრას" მაღაზიებში...

 

 

ილუსტრაცია წიგნიდან "საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სტატისტიკა №3 - "ჯვაროსნები"

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021