Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" პირველი საშინაო გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 13 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მესამე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" აქამდე გამართული ორი ტურის შემდეგ "თეთრი ჯგუფის" ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "იბერიას" უმასპინძლა.

 

ქუთაისის ახალგაზრდა ტორპედოელებთან ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრის მსგავსად, მასპინძელთათვის არც თბილისის "იბერიასთან" მატჩი გამოდგა მარტივი. ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ზემოიმერლები ფლობდნენ, თუმცა შესვენებისთვის " დავით აბაშიძის" ტაბლოზე ნულები ეწერა.

 

პირველი ნახევრის მიმდინარეობისას ანგარიშის გახსნის ყველაზე კარგი შესაძლებლობა მასპინძელთა შემტევს გიგა ამბროლაძეს მიეცა, თუმცა სტუმართა ახალგაზრდა გოლკიპერმა ლაშა-გიორგი გურგენიძემ საკუთარი კარის გადარჩენა ფაქტიურად უიმედო სიტუაციაში სასწაულებრივ მოახერხა...

 

მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა - მასპინძლები ბევრს და სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა გოლი ისევ არ გადიოდა, ამასობაში დროც იწურებოდა და ისე ჩანდა, რომ საქმე ნულოვანი ფრისკენ მიდის. სწორედ მატჩის დასასრულს, კერძოდ 88-ე წუთზე მარგველებმა ძალიან სწრაფი და ლამაზი იერიში განახორციელეს, რომლის ზუსტი დარტყმით დასრულება გიგა ამბროლაძემ მოახერხა!

 

დარჩენილ დროში ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდასთან ძალიან ახლოს გახლდათ იმერელთა ფორვარდი ჯუბა ხმელიძე, რომელიც სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში აშკარა გოლისაგან "იბერიის" გადარჩენა ამ გუნდის ერთ-ერთმა მცველმა მოახერხა. საბოლოოდ, მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

 

13.04.2021. ”ზესტაფონი” - ”იბერია” (თბილისი) 1-0

"ზესტაფონი": მიქავა, გრიგალაშვილი (ხმელიძე, 60), ჭაბუკიანი, გელაშვილი, ნიკოლაძე, ხუჯაძე, კაკუშაძე (სირაძე, 72), საღარეიშვილი (გაჩეჩილაძე, 60), გოგიჩაიშვილი, ნანობაშვილი (გოგობერიშვილი, 79), ამბროლაძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 18 აპრილს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მესამე, 1/16-ფინალური ეტაპის მატჩში ზემოიმერლები ლიგა-3-ს წარმომადგენელ დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021