5 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2021 წლის გათამაშების მესამე ეტაპის კენჭისყრა - მეთექვსმეტედფინალური რაუნდის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ლიგა-3-ს წარმომადგენელს, დუშეთის "არაგვს" დაუპირისპირდება.
დღევადელ წილისყრაში მონაწილეობა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცივე მონაწილემ, ასევე თასის გათამაშების მეორე ეტაპის 12-მა გამარჯვებულმა (აქედან შვიდი - ლიგა 3-ის, სამი - ლიგა 4-ის, ხოლო ორი - რეგიონული ლიგისაა) გუნდმა მიიღო.
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ამ ეტაპის მატჩები 18-21 აპრილს გაიმართება. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების მესამე რაუნდში (1/16-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" უმასპინძლებს. ეს მატჩი 18 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.