Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.04.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა მეორე ტურის მატჩები გამართეს

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 3 და 4 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა თბილისის "გლდანის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

4 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზამ ჩვენი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის და საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელი მათი თანატოლების დაპირისპირებას უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შესვენებისთვის ანგარიშის გახსნა ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა...

 

სამაგიეროდ, შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მასპინძლებმა მაინც შეძლეს ანგარიშში დაწინაურება - ზუსტი დარტყმა დადუ დადუნაშვილის ანგარიშზეა. საბოლოოდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი ეს გოლი დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა და გამომდინარე აქედან, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი - გიორგი მელიქიშვილი) მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - 1-0.

 

04.04.2021. U-17. ”ზესტაფონი” - ”გლდანი” (თბილისი) 1-0

"ზესტაფონი" (U-17): ბეჟიტაშვილი, მამაცაშვილი, სეხნიაშვილი, ხვისტანი, ბორაშვილი, წამალაშვილი, დადუნაშვილი, წითელაური (ბუზალაძე, 75), ონიანი (ღუღუნიშვილი, 46), დავითულიანი (კარტოზია, 65), აბაკელია (კახაძე, 75).

 

* * *
"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა კი საფეხბურთო კლუბ "გლდანის" წარმომადგენელ კოლექტივს ერთი დღით ადრე, 3 აპრილს, იმერეთში, ზესტაფონის ბაზაზე უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სტუმართა გუნდმა მოიპოვა - 0-2.

03.04.2021. U-15. ”ზესტაფონი” - ”გლდანი” (თბილისი) 0-2

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე, ფუტკარაძე, ნაკაშიძე, ტ. ცხადაძე, ს. კვანტიძე, კახნიაშვილი (ნ. ცხადაძე, 65), მღარიშვილი, ლაბაძე, რ. კვანტიძე (კვეტენაძე, 65), ჭულუხაძე.

 

მორიგი, მესამე ტურის შეხვედრებს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდები 10 აპრილს გამართავენ - ამ დღეს ჩვენი კლუბის ორივე გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ თანატოლებს თბილისში ესტუმრება...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021