23.03.2021
ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრები და თბილისის ზღვის ბაზა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყატარში 2022 წელს გასამართი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 22 მარტს ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა.
25 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში შვედეთს სტოკჰოლმში ესტუმრება და ადგილობრივ "ლურჯ-ყვითლებს" დაუპირისპირდება, 28 მარტს საქართველო ესპანურ "ფურია როხას" თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს "ელინებს" მათსავე სამშობლოში ეწვევა...
ვილი სანიოლის გუნდმა შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასიამოვნო ტრადიციის მიხედვით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გუშინ დაიწყო. უახლოესი სამი ოფიციალური თამაშისთვის ფრანგმა სპეციალისტმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა...
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა |