Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.03.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი სეზონის წარმატებული სტარტი

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გამართა - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრაში ჩვენი გუნდი რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, თბილისის საფეხბურთო კლუბ "გლდანს" ესტუმრა.

 

ორივე გუნდისთვის სეზონის სასტარტო მატჩი თბილისში, გლდანის ახლადამოქმედებული საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე ზესტაფონელთა უპირატესობა, რამდენიმე ეპიზოდში ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა მასპინძელთა ახალგაზრდა გოლკიპერის დავით ჭინჭარაძის საიმედო თამაშის წყალობით პირველი ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

მეორე ნახევარიც იმერელთა უპირატესობით წარიმართა, სტუმრები ბურთსა და ტერიტორიას აკონტროლებდნენ და თბილისელთა კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. ანგარიში კი 71-ე წუთზე გაიხსნა - საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო გლდანელთა კარის მიმართულებით დაინიშნა პენალტი, რომელიც ჯუბა ხმელიძემ გოლად მშვიდად აქცია.

 

87-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კაკუშაძის კარგი გარღვევისა და საჯარიმოს ცენტრის მიმართულებით გაკეთებული ჩინებული გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა კარის დაუცველ კუთხეში ბურთი ჯუბა ხმელიძემ გადაგზავნა.

 

დღევანდელი სათასო დუელის ბოლო ეპიზოდი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ ბოლო, 90+3-ე წუთზე მოხდა - მარგველთა საჯარიმოში "გლდანის" ერთ-ერთი შემტევის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ირაკლი ხეცურიანმა აქცია. ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება ახალ სეზონში - 2-1.

 

 

22.03.2021. ”გლდანი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი": მიქავა, ჭაბუკიანი (ჩხიკვაძე, 89), ნიკოლაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, სირაძე (კაკუშაძე, 66), გოგიჩაიშვილი, სამხარაძე (გელაშვილი, 66), გრიგალაშვილი (ხმელიძე, 60), ნანობაშვილი, ამბროლაძე.

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 26 მარტს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" ეროვნულ ლიგა-3-ში აღზევებულ მეორე გუნდს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021