Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.03.2021

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნითი საკონტროლო მატჩი ჭიათურის "მაღაროელთან"

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალი სეზონის დაწყების წინ დასკვნითი, რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელს, ჭიათურის "მაღაროელს" უმასპინძლეს.

 

მეზობელ ჭიათურელებთან შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მიქავა, ჭაბუკიანი, ნიკოლაძე, ხუჯაძე, გელაშვილი, სირაძე, გოგიჩაიშვილი, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ამბროლაძე.

მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, ბაღიშვილი, სამხარაძე, გრიგალაშვილი, აბაკელია, მამაცაშვილი და პირველი გამოჩნდნენ...

 

ორი ზემოიმერული გუნდის შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში და ორმხრივი იერიშების თანხლებით წარიმართა. ერთადერთი და ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი კი მატჩის 35-ე წუთზე გავიდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ავთანდილ სირაძის საჯარიმოში ჩაწოდებულს გიგა ამბროლაძე გამოეხმაურა და მაღალ ნახტომში შესრულებული ზუსტი თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა...

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელები მიმდინარე წლის 22 მარტს გამართავენ - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი ეტაპის შეხვედრაში ჩვენი გუნდი რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ "გლდანს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, გლდანის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021