05.03.2021
თორნიკე გრიგალაშვილი "ზესტაფონში" დაბრუნდა
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" მორიგი სატრანსფერო სიახლეა - ზემოიმერულ გუნდს შეუერთდა 28 წლის გამოცდილი მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, რომელიც მარგველთა რიგებში 2009-20014 წლებში ასპარეზობდა და ჩვენს გუნდთან ერთად 2012 წლის ქვეყნის ჩემპიონისა და 2014 წლის ვიცე-ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული...
უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ თორნიკემ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "სამტრედიაში", საჩხერის "ჩიხურაში", გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოში" წარმატებით იასპარეზა და პირადი ტიტულების ზესტაფონში გახსნილი კოლექცია კიდევ არაერთი ტიტულით გაამდიდრა...
2016 წელი ფეხბურთელმა გერმანულ ქვედალიგელ "რედენში" გაატარა. 2017 წლის 25 იანვარს კი იორდანიის ნაკრებთან მატჩში შედგა თორნიკე გრიგალაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...
"ზესტაფონის" რიგებში დაბრუნებული თორნიკე გრიგალაშვილი მარგველთა საკლუბო ფერებს, მინიმუმ, მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა მოახლოვებული სეზონისათვის მზადების პროცესს ...
|