Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.02.2021

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც უკვე გაუწყეთ, 2021 წლის ჩემპიონატში იმერლები აპრილის პირველ რიცხვებში ჩაერთვებიან, სეზონს კი ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველ რაუნდის მატჩით დაიწყებს. სათასო ბატალიების პირველი ეტაპის შეხვედრები 22 და 23 მარტს გაიმართება...

 

ზემოიმერული გუნდის რიგებში მორიგი მატებაა - მარგველებს ისევ შეუერთდა 20 წლის ნახევარმცველი ლაშა ნანობაშვილი, რომელიც 2020 წლის საფეხბურთო სეზონშიც ჩვენს საკლუბო ფერებს იცავდა. ლაშას თბილისის "ლოკომოტივში", ლიგა 2-ის წარმომადგენელ "შევარდენში", ეროვნული ლიგა 1-ის ბინადარ "ვიტ ჯორჯიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უასპარეზია...

 

შაბათს, 27 თებერვალს "ზესტაფონი" კიდევ ერთ, რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" უმასპინძლებენ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021