12.02.2021
ზესტაფონელთა პირველი სპარინგი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 12 თებერვალს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლეს.
განახლებულმა "ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: აბრამიშვილი, სირაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, ჭაბუკიანი, საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი, ცქიფურიშვილი, ამბროლაძე, ხმელიძე. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, სამხარაძე, ხუჯაძე, გოგობერიშვილი, მექვაბიძე და ბაღიშვილი გამოჩნდნენ.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გუნდის ახალწვეულმა ჯუმბერ ხმელიძემ დააწინაურა, მეორეში კი გატანილი გოლებით თავი ბაკურ ნიკოლაძემ და ისევ ჯუმბერ ხმელიძემ გამოიჩინეს. რაც შეეხება სტუმრებს, მეორე ტაიმში მასპინძელთა მიერ გატანილ გოლებს შორის ქუთაისელმა ირაკლი გვეტაძემ ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა...
|