Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.02.2021

 

 

 

 

 

 

 

 

სფფ-ს აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა

 

 

 

 

 

2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის ფორმატის შესახებ ონლაინ-რეჟიმში იმსჯელეს...

 

ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საფეხბურთო ლიგების 2021 წლის სეზონის ფორმატი დამტკიცდა, რის მიხედვითაც წინა სეზონისგან განსხვავებული იქნება და კლუბების გაზრდილი რაოდენობა ითამაშებს ლიგა 4-ში.

 

დღეს მონაწილე 20 გუნდი ბრმა წილისყრით (ასევე გეორგაფიული განთესვა) გადანაწილდა ორ ჯგუფში პირობითი სახელებით „თეთრი“ და „წითელი“. აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი 8 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა „თეთრ“ და „წითელ“ ჯგუფში, წილისყრის მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელმა 12 გუნდმა, ასევე ბრმა წილისყრის პრინციპით 10-მდე შეავსო „თეთრი“ და „წითელი“ ჯგუფები.

 

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

 

 

გათამაშება ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ჯგუფებში გუნდები ითამაშებენ ორ წრედ (18 მატჩი). გათამაშების მეორე ეტაპზე „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ზედა ჯგუფი“,  ხოლო „წითელი“ და „თეთრი“ ჯგუფის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდები შეადგენენ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელით „ქვედა ჯგუფი“.

 

გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ ისეთ გუნდებთან  მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) გუნდები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე არ იყვნენ მათი თანაჯგუფელები.

 

„ზედა“ ჯგუფის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ ლიგა 3-ის საგზურს. „ქვედა ჯგუფის“ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასულები გუნდები დატოვებენ ლიგა 4-ს და გადაინაცვლებენ რეგიონულ ლიგაში, ხოლო რეგიონული ლიგის გათამაშებიდან ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს 2 გუნდი და 2022 წლის ლიგა 4-ის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი. ლიგა 4-ის 2021 წლის გათამაშების კალენდარს იხილავთ მოგვიანებით.


ლიგა 3-ის გათამაშება, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 14 გუნდამდე გაიზარდა, ორ წრედ შედგება. 1-ლი ადგილი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 და მე-9 ადგილოსნებს, მე-13 და მე-14 ადგილზე გასულები გუნდები დატოვებენ ლიგა 3-ს და გადაინაცვლებენ ლიგა 4-ში, ხოლო  ლიგა 4-ის გათამაშებიდან ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებს 4 გუნდი და 2022 წლის ლიგა 3-ის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი. ლიგა 3-ის 2021 წლის გათამაშების კალენდარს იხილავთ მოგვიანებით.

 

მომზადებულია gff.ge-ს პუბლიკაციის მიხედვით...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021