02.02.2021
”ზესტაფონმა” 9 ფეხბურთელი დაიმატა
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის ტურნირის მარტის ბოლოსთვის დაგეგმილი სტარტისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ გუნდს უკვე შეუერთდა რამდენიმე ახალწვეული...
მზადების პირველი, ოთხკვირიანი ეტაპის დასაწყისი ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობას დაეთმობა. ამ ეტაპის მეორე ნახევრიდან კი დაგეგმილია ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების სრულყოფაზე მუშაობის დაწყება. ამ მიზნის მისაღწევად იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვაც...
გუშინ გამართულ პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ჩვენი გუნდის შარშანდელი შემადგენლობის 6 წარმომადგენელმა მიიღო. ზესტაფონელთა რიგებში ისევ იაპარეზებენ გოლკიპერი ბაჩო მიქავა, მცველები დავით ჩხიკვაძე და დავით მოსიძე, ნახევარმცველები გიორგი სამხარაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე და კობა გოგობერიშვილი. რაც შეეხება მცველ ავთანდილ სირაძესა და ზემოიმერული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ ჯაბა დვალს, ისინი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან...
სადღეისოდ გუნდში ცხრა ახალწვეულია - იმერულ გუნდს ჩვენს საკლუბო აკადემიაში ფეხადგმული და შემდგომში მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" სკოლაგამოვლილი 18 წლის გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი;
დაცვის ხაზის მოთამაშეები: გამოცდილი ექს-მარტვილელი, 30 წლის თორნიკე კაკუშაძე, წარსულში "ზუგდიდისა" და ტყიბულის "მეშახტეს" მოთამაშე 26 წლის ბაკურ ნიკოლაძე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი 24 წლის ზურაბ გელაშვილი და გამოცდილი ექს-ბოლნისელი ივანე ჭაბუკიანი;
ნახევარმცველები: წინა სეზონში მარტვილის "მერანის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, 25 წლის ირაკლი საღარეიშვილი და 26 წლის გოგი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ზურგს "გურიასა" და "სამგურალში" თამაშის გამოცდილება უმაგრებს;
თავდამსხმელები: 30 წლის გიგა ამბროლაძე, რომელიც ბოლოს "სამგურალში" ასპარეზობდა და 22 წლის პერსპექტიული ფორვარდი ჯუმბერ ხმელიძე (ბოლო კლუბი ჩოხატაურის "ბახმარო" გახლდათ) შეუერთდნენ...
ჩვენ უკვე მოგახსენეთ იმის შესახებ, რომ სეზონისათვის მზადების პროცესს "ზესტაფონი" 16-კაციანი შემადგენლობით შეუდგა. სულ რამდენიმე დღეში გუნდს, კიდევ რამდენიმე ახალწვეულთან ერთად, ივანე ჭაბუკიანი, ავთანდილ სირაძე და ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის აკადემიის წარმომადგენელი რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება...
გიორგი აბრამიშვილი |
|
თორნიკე კაკუშაძე |
|
|
|
|
|
|
ზურაბ გელაშვილი |
|
ბაკურ ნიკოლაძე |
|
|
|
|
გოგი გოგიჩაიშვილი |
|
ირაკლი საღარეიშვილი |
|
|
|
|
|
|
ჯუმბერ ხმელიძე |
|
გიგა ამბროლაძე |
|
|
|
|
|
|
ივანე ჭაბუკიანი |
|
|